თეგი: ალექსანდრე ლუკაშენკო

რუსეთი ბირთვულ წვრთნებს ჩაატარებს

ბელორუსის ლიდერი სავარაუდოდ შეუერთდება რუსეთს წვრთნებში, რომლებზეც ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების გაშვება მოხდება. ყოველწლიური სტრატეგიული ატომური რაკეტების წვრთნები 19 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით ჩატარდება. წვრთნებში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქი, ასევე ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტების გემები მიიღებენ მონაწილეობას. კრემლის სპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მანევრების შესახებ წინასწარ აცნობა უცხოელ პარტნიორებს და დაამატა, რომ წვრთნები დასავლეთში შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს. „ბალისტიკური რაკეტების პრაქტიკული გაშვება რეგულარული წვრთნების ნაწილია და მას წინ უძღვის რიგი შეტყობინებები სხვა ერებისთვის სხვადასხვა არხით“, - განაცხადა პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა და აღნიშნულ წვრთნებზე მიიწვია. რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნების შემდეგ უცნობია, როდის დატოვებს რუსეთის სამხედრო ძალა ბელორუს. ლუკაშენკომ, რომელიც 17 თებერვალს საწვრთნელ პოლიგონზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ 18 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრება და შემდგომ მოქმედებებს განიხილავს.

ლუკაშენკო: დასავლეთის სანქციები რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთი, რომელსაც სურს გაანადგუროს რუსეთი სანქციების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს. რადიო თავისუფლების ცნობით, ლუკაშენკო აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მინსკისა და მოსკოვის პასუხი დასავლეთის სანქციებზე მნიშვნელოვანი იქნება. „ამ სიტუაციაში ერთი რამ უნდა გესმოდეთ: არის ასეთი სანქციები. ახლა იქ [დასავლეთში] ბევრს ლაპარაკობენ საბანკო სექტორის წინააღმდეგ. გაზი, ნავთობი, SWIFT-ი. ეს ხომ ომზე უარესია. ეს უბიძგებს რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ. აქ უნდა იყვნენ თავშეკავებული, რომ არ შეცდნენ. იმიტომ, რომ ბირთვული ომი - ეს დასასრულია”, - ლუკაშენკოს სიტყვები მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. დღესვე, რეფერენდუმზე მისულმა ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რაც უკრაინაში ხდება, არა ომი, არამედ კონფლიქტია, რომელიც ომში ორ დღეში გადაიზრდება, სამ დღეში კი „ხორცსაკეპ მანქანად" გადაიქცევა.

ერდოღანსა და ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტებმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია განიხილეს. განხილვის თემა უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებებიც იყო. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლუკაშენკოს განუცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას ომის შესაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად. ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ თურქეთი არ გაწყვეტს მის კავშირებს რუსეთთან ან უკრაინასთან და რომ ანკარა აამოქმედებს მონტრეს პაქტს ომის მომავალი ესკალაციის პრევენციისთვის.

ლუკაშენკო: უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩვენს გარეშე არ უნდა მიმდინარეობდეს

ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბელორუსის გარეშე არ უნდა იმართებოდეს, რადგან ქვეყანა ამ ომში "ჩაითრიეს" და რუსეთთან ერთდ ერთ „კალათში მოათავსეს“. „მსურს გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია, რომელიც უკვე გადავეცით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეალიზებისთვის. შეუძლებელია მოლაპარაკებები ბელორუსის გარეშე. თუ ჩვენ ამაში ჩაგვითრიეთ, პირველ რიგში ეს დასავლეთის ქვეყნებს ეხება, ამ მოლაპარაკებებზე, ბუნებრივია, უნდა ისმოდეს ბელორუსის პოზიციაც. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ ეს ომი ჩვენი ქვეყნის ჭიშკართან მიმდინარეობს და ის ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ბელორუსში არსებულ სიტუაციაზე. შესაბამისად, ბელორუსის ზურგს უკან სეპარატისტული შეთანხმებები ვერ იარსებებს". - თქვა ლუკაშენკომ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა  ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს

ავსტრიის ელჩი: ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას ვგმობთ

ავსტრია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მტკიცედ უჭერს მხარს -  ჩვენ ვგმობთ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა განაცხადა. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ავსტრია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მტკიცედ უჭერს მხარს -  ჩვენ ვგმობთ  ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას. იცით, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა. ეს არის ის, რისი სათანადოდ არ დაფასებაც არ შეიძლება და ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.  

ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსის ჯარების უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, ვითარებას მხოლოდ გააუარესებს

ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის დასახმარებლად, ბელორუსის ჯარების შესვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.    „მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს მითქვამს უარი იმაზე, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ (რუსეთის ფედერაციის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) ბევრ სფეროში. მაგრამ ჩვენ არ ვერევით, არავის ვკლავთ, იქ არ შემოგვყავს ცოცხალი ძალა, რადგან ამის საჭიროება არ არის. ჩვენი შეიარაღებული ძალები თუნდაც 35-40 ათასი, იქ პრობლემას ვერ მოაგვარებენ. დღეს სხვა ტრენდია, სწორედ ამაზე ვსაუბრობდი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. საჭიროა მოლაპარაკება, გონივრულია მშვიდობაზე საუბარი“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მან დასძინა, რომ ბელორუსის ჯარების უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, ვითარებას მხოლოდ გააუარესებს.   

PACE პუტინის დაკავების ორდერის გაცემას მიესალმა და ლუკაშენკოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითხოვს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას მიესალმა. ასამბლეამ ხაზი გაუსვა ყველა სხვა რუსი დამნაშავის სისხლისსამართლებრივი დევნის აუცილებლობას, ასევე, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.  ამ ფონზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს, „მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, აღასრულონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ უკვე გაცემული დაპატიმრების ორდერი და მხარი დაუჭირონ პასუხისმგებელი პირებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრებას.  „კერძოდ, დასახელებული პირების სია, რომლებსაც პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მოიცავს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებს, ადამიანის უფლებათა კომისარს და რუსეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველ მოადგილეს. რეგიონულ დონეზე, კრასნოდარის მხარის, მაგადანის, კამჩატკის მხარის გუბერნატორებს, თათარტანის პრეზიდენტსა და ადიღეს რესპუბლიკის მეთაურს“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელშიც მითითებულია უკრაინაში დანაშაულებზე პასუხისმგებელი სხვა პირების სია.  

ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვია. მედიის ცნობით, ლუკაშენკო ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება. ლუკაშენკო ასევე შეხვდება ვლადიმერ პუტინს.  

ლუკაშენკოს თქმით, რუსული ბირთვული იარაღის ბელორუსში გადატანა დაწყებულია

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში უკვე დაწყებულია რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანა. ლუკაშენკომ ხუთშაბათს მოსკოვში უმაღლესი ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას გააკეთა კომენტარი. რუსეთის და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ „უკვე მღებულია გადაწყვეტილება იმის განსავითარებლად, რაზეც ზეპირი შეთანხმება უკვე მღებულია. ჩვენ გვჭირდებოდა ადგილების მომზადება, საცავის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გავაკეთეთ, ასე რომ... დაიწყო ბირთვული იარაღის გადაადგილება", - განაცხადა ლუკაშენკომ. კითხვაზე, არის თუ არა რუსეთის ფედერაციის ბირთვული იარაღი ბელორუსში, ლუკაშენკომ უპასუხა: „შესაძლებელია, ჩავალ და ვნახავ".  

ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსში განთავსებული ბირთვული იარაღი გამოყენებული არ იქნება

ბელორუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი არასოდეს იქნება გამოყენებული. „უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს იარაღი ბელარუსში უნდა განთავსდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სანამ აქ იქნება განთავსებული, ჩვენ მისი გამოყენება არასოდეს მოგვიწევს. და ჩვენს მიწაზე მტერი არასოდეს შემოდგამს ფეხს", - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელიც კრემლის ყველაზე ახლო მოკავშირეა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში.  

ლუკაშენკო: არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, აცხადებს, რომ ბლოკის ქვეყნებთან ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს. „ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, პირველ რიგში, აღმოსავლეთის - რუსეთის, ჩინეთის ხარჯზე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ევროკავშირი - ისინი ახლოს არიან, ისინი ჩვენი მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობა არ შეიძლება დაიკარგოს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ. ინფორმაციისთივის, მედიამ 9 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთი ბელორუსთან სარკინიგზო კავშირის შეწყვეტას განიხილავს. ასევე 9 აგვისტოს გავრცელებული ბოლო ცნობებით, პოლონეთი ბელორუსთან საზღვარზე დამატებით, 2000 სამხედროს გზავნიდა. 9 აგვისტოს აშშ-მ ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს.  

ევროპარლამენტმა ლუკაშენკო რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილედ აღიარა

ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში „რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების თანამონაწილედ“ აღიარა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი აგრესიული ომის წარმოების შესაძლებლობის მიცემისთვის, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე გახდა, რაც უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და ზარალისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას გულისხმობს,“ - ნათქვამია რეზოლუციაში. მისივე თანახმად, „სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს ჰქონდეს იურისდიქცია, გამოძიება აწარმოოს არა მხოლოდ პუტინისა და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაზე, არამედ ბელარუსის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებითაც. რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრებს მოუწოდებს, დაიწყონ სისხლისსამართლებრივი დევნა ბელარუსი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ აგრესიის, ომის დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდის დანაშაულებში. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს „გააფართოვონ და გააძლიერონ სანქციების ფარგლები“ რუსეთის წინააღმდეგ და გამოიყენონ ბელარუსის წინააღმდეგ იგივე სანქციები, რაც ამჟამად რუსეთის წინააღმდეგაა დაწესებული. რეზოლუციაში ბელარუსი "რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდაა" მოხსენიებული და დაგმობილია რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე.  

ლუკაშენკომ რელიგიური ჯგუფების შემზღუდავ კანონს ხელი მოაწერა

ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რელიგიური ჯგუფების აქტივობას ზღუდავს. რელიგიურმა ორგანიზაციებმა ხელახლა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ერთი წლის განმავლობაში. რელიგიური თემების მიმართ მოთხოვნები უფრო გამკაცრდა, ვიდრე ეს აქამდე იყო. კანონს რელიგიური ორგანიზაციებისთვის შემოაქვს წესები, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ისინი ადიქციის მქონე პირებს და როგორ უნდა აღმოუჩინონ სოციალური სერვისები ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. საბოლოო ტექსტი არ გამოქვეყნებულა, თუმცა კანონპროექტი ითვალისწინებდა აკრძალვას იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ექსტრემისტულ აქტივობებში მონაწილედ იყვნენ მიჩნეულნი, რელიგიური ჯგუფების ხელმძღვანელობის გზით. ლუკაშენკომ თავისი კრიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიები მას შემდეგ გააძლიერა, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა. ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს.  

ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. კანონი ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, მათ შორის, მისი გადადგომის შემდეგაც და მოთხოვნებს ამკაცრებს აღნიშნულ პოზიციაზე სამომავლო კანდიდატებისთვის. კერძოდ, დოკუმენტი სამუდამო იმუნიტეტს აძლევს ყოფილ პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს. ტექსტის თანახმად, სახელმწიფო ყოფილი მეთაური “არ შეიძლება, იყოს პასუხისმგებელი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი ქმედებებისთვის.” კანონი ასევე უფლებას აძლევს პრეზიდენტს, გადადგომის შემდეგ გახდეს სრულიად ბელორუსის ეროვნული კრების დეპუტატი და პარლამენტის ზედა პალატის უვადო წევრი. კანონის ტექსტი, ასევე, ახალ მოთხოვნებს აწესებს პრეზიდენტის პოსტზე ახალი კანდიდატებისთვის. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ მხოლოდ პირებს, რომლებიც დაბადებით ბელორუსის მოქალაქეები არიან, არანაკლებ 40 წლის, რესპუბლიკაში არანაკლებ 20 წელია ცხოვრობენ და არასდროს არ ჰქონიათ სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება.  

ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება და მასთან ერთად ლენინგრადის გათავისუფლების 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს საბჭოს სხდომას გამართავენ, სადაც 2024-2026 წლების გეგმებს განიხილავენ და 2021-2023 წლების შედეგებს შეაჯამებენ. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების შესახებაც ისაუბრებენ. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონიც განათავსა. დასავლეთი ბელორუსს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს. ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ თვლის. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელორუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.  

ლუკაშენკომ სამართალდამცველებს ქუჩებში იარაღით პატრულირება დაავალა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამართალდამცავ ორგანოებს პატრულირების ორგანიზებისკენ მოუწოდა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ამისთვის სამართალმდაცველებმა ცირე ზომის იარაღი მაინც უნდა გამოიყენონ.  „ადამიანებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ სახლში, სამსახურში, ქუჩაში, დღის ნებისმიერ დროს,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ. მისი განცხადენით, ვიდრე ბელორუსში დანაშაულის მაჩვენებელი იკლებს, ქვეყანა "ექსტრემისტული ხასიათის" დანაშაულის საფრთხის წინაშეა. „დღეს ეს არის კანონისა და წესრიგის დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი – ავაზაკების ქმედებების აღკვეთა. ვაფრთხილებ შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურს, სპეცსამსახურებს, ყველას, პროკურატურას - ნებისმიერს: ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ეს, ჩვენი პატრულის ბიჭები უნდა იყვნენ ქუჩაში... პატრული უნდა იყოს შეიარაღებული სულ მცირე პისტოლეტით,“ განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა. ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა რუსეთის შეჭრას უკრაინაში 2022 წლის თებერვალში, ნება დართო მოსკოვს, გამოიყენოს თავისი ტერიტორია ომის დასაწყებად. ის გასულ წელს დათანხმდა რუსეთის დასავლეთ საზღვარზე, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ რამდენიმე "დივერსანტი", მათ შორის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეები, ორი ქვეყნის საზღვარზე, "კონტრტერორისტული ოპერაციის" დროს დააკავეს.  

ლუკაშენკო: მიზანშეწონილია, საქართველო დსთ-ს დაუბრუნდეს

ბელორუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო კმაყოფილია რუსეთთან და ბელორუსთან საქართველოს „ნორმალური ურთიერთობებით“. ამის შესახებ მან 26 თებერვალს სომხეთის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. მანამდე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსული აბრევიატურა - ОДКБ) წევრობა გაყინა. „მადლობა ღმერთს [საქართველოს] ნორმალური ურთიერთობა უყალიბდება, უპირველეს ყოვლისა რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა იზრდება, გასინჯეს იოლი პური დასავლეთში. ამერიკელებმა უკვე დაავიწყდეს საქართველო. როგორც კი ქართველები გაინძრნენ იმ მხრივ, რომ ეს მათი ქვეყანა თავისუფალი და სუვერენულია, დასავლეთმა დაიწყო მათზე ზეწოლა, მათ შორის და უპირატესად აშშ-მ. ასე რომ, უნდა გამოიტანო შესაბამისი დასკვნა. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება, იქ ათასი პრობლემაა,“- ამტკიცებს ლუკაშენო. „გასვა ადვილია, მაგრამ შევლა რთული იქნება. მაგალითი ისევ და ისევ საქართველოა. გავიდა ის დსთ-დან და ყველა სტრუქტურიდან. ეს რა მისთვის უკეთესია? არა, სასურველია, დაბრუნდეს. მაგრამ დაბრუნება ყოველთვის უფრო რთულია. სახის დაკარგვაცაა და სხვაც,“ აღნიშნა ლუკაშენკომ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა არაერთი ალტერნატიული კავშირის იდეა წამოაყენა და ყოფილი „მოძმე რესპუბლიკების“ ერთად თავმოყრა არაერთ ფორმატში სცადა. 1991 წელს რუსეთის ინიციატივით შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ, СНГ). საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წელს გახდა. ქვეყანამ ორგანიზაცია 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. 2018 წელს დსთ დატოვა უკრაინამაც. მოლდოვას ამ მიმართულებით მუშაობა აქვს დაწყებული. ლუკაშენკო 1994 წლიდან ხელისუფლებაშია. მის რეჟიმს არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპოზიციის ხმის ჩახშობაში. ბოლო არჩევნების დროს, 2020 წელს, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ჩართული იყო საარჩევნო გაყალბებაში, რათა ხელისუფლება შეენარჩუნებინა. ევროკავშირი მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს. დასავლეთი ბელორუსს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს.

ლუკაშენკო: საზღვარზე ნებისმიერი პროვოკაცია იარაღის ძალით უნდა აღიკვეთოს

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მეზობელ ქვეყნებთან საზღვარზე შესაძლო პროვოკაციებზე მკაცრი რეაგირების ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ საზღვრის ყველა დამრღვევი უნდა განადგურდეს. ოშმიანის რაიონში, სადაც მან ტერიტორიის ის მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ღონისძიებები მიმდინარეობს. „საჯაროდ ვიტყვი: ნებისმიერი პროვოკაცია იარაღის საშუალებით უნდა შეწყდეს. მათთან ხუმრობას აზრი არ აქვს. დაარღვია სახელმწიფო საზღვარი - განადგურება,” - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელსაც დასავლეთი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს.